საპროექტო დოკუმენტაციის გაცნობა მოსახლეობისთვის
შუახევის სოფლებში: სხეფი, სხეფელა და თერნალი 24 საათიანი წყალმომარაგებისა და გამართული წყალარინების სისტემები იქმნება. მოსახლეობისთვის წინასწარი საპროექტო დოკუმენტაციის წარგენის მიზნით, სოფლებში შეხვედრები ჩატარდა.
შეხვედრების მთავარ საკითხს, სეპტიკური ავზების მდებარეობის განსაზღვრა და დაზუსტება წარმოადგენდა. პროგრამის ფარგლებში, აჭარის სოფლებში დეცენტრალიზირებული წყალარინების სისტემების შექმნა იგეგმება.